კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები, კაბინეტში არაფერი გადაწყდება

ნახვები: 519 ლევან ხაბეიშვილი - ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები, კაბინეტში არაფერი გადაწყდება

არაფერი ინციდენტი არ მომხდარა, ვწუხვარ ასეთი განცხადებების გამო. მათ შორის, ნოდარ დუმბაძესაც შეუძლია, ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინოს 30 აპრილამდე წერილობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომ, გეგმებზე საუბრის ნაცვლად, თანამდებობებს ითხოვენ და ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე გადადგომას არ აპირებს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ჭორაობაში შეყოლას არ აპირებს.

„პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ტურბულენტობას არის მიჩვეული. არის ჯანსაღი პროცესი, ჯანსაღი კონკურენცია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ჯანსაღია. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა დონეზე ჩატარდება არჩევნები, კაბინეტში არაფერი გადაწყდება. მართლა არ მინდა, ჭორაობაში შევიდე. კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა