კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ივანე ჩხაიძე - ერთ-ერთი გართულება, რომელიც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე პაციენტებში შეიძლება, დაფიქსირდეს არის ხერხემლის დეფორმაცია, რაც შესაძლოა, ოპერაციული ჩარევის მიზეზი გახდეს

ნახვები: 569 ივანე ჩხაიძე - ერთ-ერთი გართულება, რომელიც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე პაციენტებში შეიძლება, დაფიქსირდეს არის ხერხემლის დეფორმაცია, რაც შესაძლოა, ოპერაციული ჩარევის მიზეზი გახდეს

აქონდროპლაზია დაკავშირებულია სიმაღლეში ზრდის შემცირებასთან, ხრტილის გაძვალების დარღვევის გამო, სხვა ზეგავლენა, გონებრივ-ინტელექტუალური ან ცხოვრების ხანგრძლივობაზე მას არ გააჩნია, – აღნიშნულის შესახებ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძემ საქართველოში აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მულტიპროფილური ჯგუფის მუშაობა მნიშვნელოვანია.

„აქონდროპლაზის სინდრომის მქონე ბავშვები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. მათ პრობლემას წარმოადგენს სიმაღლეში ზრდა. საშუალოს მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 131 სმ-ია, ქალებში კი 123 სმ-ია. ეს საშუალო სიმაღლეა. რაც შეეხება გართულებებს-გართულებები შეიძლება, იყოს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ჩართვასთან ამ პროცესში. ყველაზე ხშირ გართულებად განიხილება შუაყურის ანთების მორეცივიდე ეპიზოდები და ერთ-ერთი გართულება, რომელიც ამ პაციენტებში შეიძლება დაფიქსირდეს არის ხერხემლის დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა ოპერაციული ჩარევის მიზეზი გახდეს.

საქართველოში ამ დაავადების მართვის პროტოკოლი ამ დრომდე არ არსებობდა. რამდენიმე კვირის წინ კი შეიქმნა სპეციალისტთა ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია საქართველოში საუკეთესო გენეტიკოსები, ენდოკრინოლოგები, პედიატრები და ტრავმატოლოგები. მულტიპროფილური ჯგუფი მუშაობს პროტოკოლის შექმნაზე და ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ მშობლებიც. ეს პროცესი ძალიან გამჭვირვალე და დინამიკურია. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან ამ პრეპარატის, „ვოსორიტიდის“ შემოსვლას უნდა დახვდეს პროტოკოლი, რადგანაც ყოველდღიურ ინექციების სახით უნდა გაკეთდეს. ამას ხშირად ახლავს წნევის დავარდნა. ამ პრეპარატის გაკეთებას თავისი წესები აქვს. ამ ფონზე, კი ეროვნული პროტოკოლის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროცესი არ გაიწელება და უახლოეს მომავალში გვექნება ეროვნული პროტოკოლი.

არ არსებობს დღეს არცერთი ქვეყანა, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ერთიანი მიდგომა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მართვასთან დაკავშირებით. აშშ-ში ეროვნული მიდგომა გულისხმობს ზრდის ჰორმონის გამოყენებას, სხვა ჩარევებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩარევაა კიდურების დაგრძელების ქირურგიული ოპერაციების . სხვა ქვეყნებს სხვა ტაქტიკა აქვს. ჯგუფის შექმნის მიზანიც ესაა, რომ გათვალისწინებული იყოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და მივიღოთ ის პროტოკოლი, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას და კვლევებს ეფუძნება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა