რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ჯო ბაიდენი- დონალდ ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ნახვები: 520 ჯო ბაიდენი- დონალდ ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპი საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის დემოკრატიისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მე, შესაძლოა, ერთადერთი არ ვიყო, ვისაც დონალდ ტრამპის დამარცხება 2024-ში შეუძლია, თუმცა კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანია 25 აპრილს დაიწყო და ამერიკელ ხალხს ტრამპთან დაკავშირებული „ექსტრემისტებისგან“ დაცვას დაჰპირდა და დანაპირები 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის ამსახველი კადრების ფონზე გააჟღერა.

ამასთან, ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, მიიღებდა თუ არა დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას, თავად მაინც ჩაერთვებოდა, რადგან ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი პრეზიდენტის თანამდებობაზე, რათა აშშ დიდხანს იყოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად უსაფრთხოდ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა