კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაიზარდოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი არ დაკარგოს

ნახვები: 514 სალომე სამადაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაიზარდოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი არ დაკარგოს

საქართველოში პოლონეთის საელჩოში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები პოლონეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუმს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ

შეხვედრაზე ისაუბრებენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საკითხს ეხება.

"პოლონეთი არის და იყო ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, რაც შეეხება ამ ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს, როდესაც რამდენიმე თვე რჩება ევროკავშირის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გავუზიაროთ ის ხედვა, რაც უკავშირდება ამ

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში არსებულ გამოწვევებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ევროკავშირის მოთხოვნებიდან დიდი ნაწილი შესრულებული არ არის. ჩვენი ამოცანა არის, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაიზარდოს მაქსიმალურად ზეწოლა ხელისუფლებაზე უახლოეს თვეებში, რომ ეს ვითარება შევცვალოთ და ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც წლის ბოლოს ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პოლონეთის პოზიციას ამ საკითხზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ

პოლონეთის როლი ევროკავშირში კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე.

რაც შეეხება პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, ამიტომ, მე აუცილებლად მექნება საუბარი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას, "ლელოს" პოზიცია არის, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ ისეთ პირობებში, სადაც მის სიცოცხლეს გადაარჩენენ. პოლონეთის ხაზგასმული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ

ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილის პრობლემა ისევე, როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და შეუსრულებელი ვალდებულებები ევროკავშირთან, ერთობლიობაში უქმნის გამოწვევას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს", - განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა