კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს

ნახვები: 559 ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინის მოკავშირეები და მისი მოსახლეობა დარჩნენ „რაც შეიძლება ერთიანნი“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვიდეო მიმართვაში მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ესაუბრა ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს იარაღის მიწოდებისა და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

მან ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს იარაღის მიწოდებისა და ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა: „და რომ რაც შეიძლება მეტი გლობალური მოთამაშე აბსოლუტურად პრინციპულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დაცვაში მისი ტერორის გამო“.

მისი თქმით, მესაზღვრეები, რომლებმაც პირველებმა დაიცვეს ქვეყანა რუსული ძალებისგან, კვლავ უკრაინის საზღვრების დაცვას დაუბრუნდებიან.

„აუცილებლად დადგება დღე, როცა დონეცკისა და სიმფეროპოლის საერთაშორისო აეროპორტებში უკრაინის საზღვრის კონტროლი მგზავრებისთვის ისევ ჩვეულებრივი იქნება”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ”მაქსიმალური ერთიანობით, უდიდესი პრინციპული პოზიციის შენარჩუნებით ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად და თავდაცვის შეთანხმებების რაც შეიძლება სწრაფი განხორციელებით, ყველა ერთად უკრაინაში, ევროპასა და მსოფლიოში, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ რუსეთის მიერ ომის გაჭიანურება და ნორმალური, სამართლიანი მშვიდობის აღდგენა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა