ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან იოსელიანი - ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ

ნახვები: 550 ლევან იოსელიანი - ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები იმყოფებიან.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ადგილზე მშობლების თხოვნით მივიდა და პოლიციას მათი მოთხოვნა გადასცა, რომ წვიმისგან თავის დაცვის საშუალება ჰქონდეთ.

"მოვედი მათი თხოვნის გამო, ვხედავთ, რომ მთელი დღეა წვიმს და შეიძლება, ეს წვიმა ამაღამაც გაგრძელდეს. ელემენტარულია, რომ ჰქონდეთ საშუალება, პოლიეთილენი გადაიფარონ და არ დასველდნენ წვიმის ქვეშ. ეს არის ძალიან ელემენტარული, ამას არც სამართლის ცოდნა უნდა და არც ბევრი ფილოსოფია, ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ამისთვის მოვედი, რომ პოლიციისთვის გადამეცა მათი მოთხოვნა. ველოდები პასუხს, რომ ადამიანებს მიეცეთ ღამის განმავლობაში, წვიმაში, მათი პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა“, - აღნიშნა იოსელიანმა.

როგორც მშობლები განმარტავენ, წვიმისგან თავის დასაცავად მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიეთილენი ჰქონდათ გაშლილი, რომელიც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.

" თავისივე ხელით დაამაგრეს. შემდეგ თქვეს, რომ ვიზუალურად არ მოსწონდათ და ჩამოწიეს. ბოლოს შემოვარდნენ და მათივე დამაგრებული პოლიეთილენი ჩამოგლიჯეს. მიზეზს არ იძახიან. ჩვენი კანონიერი უფლებაა, არ დავიხოცოთ და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ",- აღნიშნავს მშობელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა