Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

თქვენ საშინლად დამარცხდებით ამ არჩევნებში - კობახიძის შემდეგ ჟურნალისტებს მდინარაძე დაემუქრა

ნახვები: 450 თქვენ საშინლად დამარცხდებით ამ არჩევნებში - კობახიძის შემდეგ ჟურნალისტებს მდინარაძე დაემუქრა

მეც დაგემუქრებით, რომ თქვენ საშინლად დამარცხდებით ამ არჩევნებში, კიდე უფრო მეტად ვიდრე აქამდე წარმოგედგინათ - კობახიძის შემდეგ მდინარაძეც იმუქრება და ჟურნალისტებს "არჩევნებში დამარცხებას" უწინასწარმეტყველებს.

ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ დღეს მორიგი საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ქარელში მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა და "მთავარი არხი" სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

„ვაგრძელებთ „ნაცმოძრაობისა" და მისი ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერის, ნიკა გვარამიას ამორალური ტყუილის მხილებას. ალბათ გახსოვთ, ორი დღის წინ ჩვენმა თანაგუნდელმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მედიასაშუალებების მიერ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, ზიზღის ენასა და მანიპულაციაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიასა და მისი ტელევიზიის მიერ მოწყობილი გუშინდელი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას და ზიზღს, ასევე მანიპულაციას. როგორც იტყვიან ხოლმე, იყო სრული „ბუკეტი", რაზეც ვისაუბრეთ ორი დღის წინ. გუშინ გვარამიას ერთ-ერთ ჩართვაში წამოსცდა, რომ ოპერატორი კი არ გადმოაგდეს, არამედ გადმოვარდა, თუმცა ასეთი წამოცდენა შეიძლება, ისედაც იყოს. კადრები, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ... ქარელში, ჩვენი ოფისის წინ არის კამერა, რომელმაც გადაიღო გარკვეული ეპიზოდი. გვარამიამ გუშინ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ იყო უგონო მდგომარეობაში, ასევე ამბობდა, როდესაც სასწრაფოში რეკავდა ბექა ყორშია, ოპერატორი მაშინაც იყო უგონო მდგომარეობაში. ხედავთ კადრში ოპერატორს, რომელიც გადააადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება და არანაირ უგონო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილის მხილება, რათა მოხდეს მანიპულაცია, მოატყუოს გვარამიამ საზოგადოება, თითქოს ოპერატორი იყო უგონო მდგომარეობაში, ამ დროს გადააადგილდება. არის კადრები, რა დროსაც ბექა ყორშია სავარაუდოდ, რეკავს სასწრაფოში და ამ დროს ოპერატორი კამერით ხელში გადააადგილდება.

რაც შეეხება კადრებს, გუშინ „მთავარ არხს" მოვუწოდე და სანამ მოვუწოდებდი, ის ორი კადრი, რაც ჩვენ გვქონდა, რომლებიც სამწუხაროდ, არ ასახავდნენ ვარდნის მომენტს და მოვყევით, როგორ იყო, ოპერატორი უკანა სვლით მიდიოდა და მასთან ფიზიკური შეხება არავის ჰქონია, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც მოაჯირს წამოედო და კიბის ზედა საფეხურზე დაეცა, არანაირ მეორე სართულზე გადაგდება არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით მოვუწოდე „მთავარ არხს", გაევრცელებინა ის კადრები, რაც ჰქონდა და დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი კადრები არსებობს, რადგან კამერა იღებდა იმ მომენტშიც, როდესაც მოაჯირს წამოედო ოპერატორი, თუმცა, შემდეგ „მთავარი არხის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაზიანდა აპარატურა და მასალა ჩაწერილი არ არის" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა