Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, ოპოზიციაში გადადის, რადგან ისეთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ უმრავლესობაში მყოფი ძალა პარლამენტის საბოტაჟს ახდენდეს

ნახვები: 414 თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, ოპოზიციაში გადადის, რადგან ისეთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ უმრავლესობაში მყოფი ძალა პარლამენტის საბოტაჟს ახდენდეს

„ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, ოპოზიციაში გადადის, რადგან ისეთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ უმრავლესობაში მყოფი ძალა პარლამენტის საბოტაჟს ახდენდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს, როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

„კონსტიტუციის გარანტი პრეზიდენტია და მან სულ მცირე, შეფასება უნდა გააკეთოს. საკითხი დასვას, როცა უმრავლესობის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი. ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სააკაშვილისდროინდელი მოსამართლეები, რომლებიც კორუფციის გამო არიან სანქცირებული, მათი დაცვა არის უპირატესი დასავლურ ვექტორსა და საპარლამენტო საქმიანობაზე.

50 დეპუტატი პარლამენტში იქნება, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა. კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ პარლამენტში მმართველი გუნდი ოპოზიციაში გადადის. რეგლამენტს რომ თავი დაანებონ, კონსტიტუციას ჩახედონ, რომელსაც არღვევენ. პროცედურულ ხრიკებს იყენებენ და კონსტიტუციური სივრციდან გადიან“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა