კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩინეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმობილია და აგრესორადაა მოხსენიებული

ნახვები: 434 ჩინეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმობილია და აგრესორადაა მოხსენიებული

ჩინეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმობილია და რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული.

ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერჰი კისლიციამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

გენერალურმა ასამბლეამ 122 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია გაეროსა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ.

მედიის ცნობით, გენერალურ ასამბლეაზე, რუსეთის მცდელობა დოკუმენტში ნახსენები არ ყოფილიყო უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამასთან, როგორც მედია წერს, დოკუმენტში საუბარია იმ უპრეცედენტო გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ევროპა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის, ხოლო კიდევ უფრო ადრე საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ აღმოჩნდა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ხუთმა ქვეყანამ მისცა. ესენია: რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სირია და ჩრდილოეთ კორეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა