ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი, შაბათის ფორმულასთან ინტერვიუს მერე, გამოკითხვაზე დაიბარეს

ნახვები: 512 თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი, შაბათის ფორმულასთან ინტერვიუს მერე, გამოკითხვაზე დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პირველი გამომძიებელი სერგო შუბითიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ვიცეპოლკოვნიკი საგამოძიებო უწყებაში 2 მაისს, 14:00 საათზე უნდა მივიდეს.

"შესაძლებელია რომ [მაგისტრი მოსამართლის] თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა. შესაძლებელია რომ [პროკურატურამ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო]", - ამბობს უფლებები საქართველოსთვის იურისტი მარიამ მაღრაძე ფორმულასთან საუბარში.

შუბითიძე პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც 29 აპრილს შაბათის ფორმულას ეთერში გამომძიებლის ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა, სადაც მან აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა. გამომძიებელმა თქვა, რომ საქმის გამოძიება გაყალბდა. საქმის გამომძიებელმა შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ისაუბრა. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება. სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.

ფორმულა

 

 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა