კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არავინ არის შეზღუდული, წარსულს ჩავაბარეთ წლები, როცა ამ მიმართულებით იყო უდიდესი პრობლემა

ნახვები: 404 კახა კალაძე - ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არავინ არის შეზღუდული, წარსულს ჩავაბარეთ წლები, როცა ამ მიმართულებით იყო უდიდესი პრობლემა

ყველა ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, ლაზარე გრიგორიადისს რაც შეეხება, მას ბრალად ედება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და როდესაც შენი ქმედება სცდება კანონს, ამას შესაბამისი უწყებების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დღეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ჯდება.

„ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არავინ შეზღუდული არ არის. წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც ამ მიმართულებით იყო უდიდესი პრობლემა. გახსოვთ ხომ, რა ხდებოდა, არ გასულა ბევრი დრო, რომ ადამიანებს დავიწყებოდათ ეს ყველაფერი. ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა შიშით, რომ ვინმეს რაიმე არ ჩაეწერა, მეგობარი მეგობარს ვერ ესაუბრებოდა, თუ ვინმეს განსხვავებული შეხედულება გვქონდა, ვიდევნებოდით, თუ სხვა პოლიტიკური შეხედულება გქონდა, იდევნებოდი, სამსახურიდან გაგდებდნენ და ა.შ. დაკავებები, დაჭერები და ა.შ. დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ქვეყანაში დაცული, ნებისმიერ ადამიანს ეს შეუძლია, მანიფესტაციაზე გასვლით დააფიქსიროს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, თუ არღვევ კანონს, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა