თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ დაუშვილი - ჩვენს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური კორუფცია და ნეპოტიზმი

ნახვები: 537 მიხეილ დაუშვილი - ჩვენს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური კორუფცია და ნეპოტიზმი

მიზეზი, რის გამოც თქვენ ხელს უშლით საგამოძიებო კომისიის შექმნას, არღვევთ საქართველოს კონსტიტუციას და 50 დეპუტატის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას, არის ის, რომ გეშინიათ, – ამის ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ორი ძირითადი რამის ეშინია.

„პირველი, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, გამჟღავნდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის კორუფციული ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებობს. მეორე – გეშინიათ ასევე იმის, რომ მაღალი ალბათობით გავლენის ჯგუფს სასამართლო სისტემაში შესრულებული აქვს კონკრეტული დავალებები თქვენი პარტიული მიზნებიდან და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რათა ხელი შეუშალოთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კორუფცია და სახელმწიფო ინსტიტუტების სწორედ პოლიტიკური კორუფციისთვის გამოიყენება.

„ჩვენს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური კორუფცია და ნეპოტიზმი, რომელიც ერთმანეთზე არის სრულად გადაჯაჭვული. კორუფცია არის ის, რაც ხელს უწყობს მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული ჯგუფის გამდიდრებას და საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებამდე არ უშვებს იმ ეკონომიკურ ზრდას და დოვლათს, რომელიც ქვეყანაში იქმნება ან უნდა იქმნებოდე“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა