კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია- კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა

ნახვები: 510 რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია- კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა

კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

კრემლის ცნობით, ორი დრონი კრემლზე იყო დამიზნებული, სამხედროებისა და სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული დროული ქმედებების შედეგად კი, უპილოტო საფრენი აპარატები მწყობრიდან იქნა გამოყვანილი.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, თავდასხმის შედეგად, ვლადიმერ პუტინი არ დაშავებულა, მისი სამუშაო გრაფიკი კი არ შეცვლილა. კრემლის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

კრემლში აღნიშნულ ქმედებებს დაგეგმილ ტერორისტულ აქციად და 9 მაისის აღლუმის წინ რუსეთის პრეზიდენტზე თავდასხმად აფასებენ.

„რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ, მაშინ, სადაც და როცა ჩათვლის საჭიროდ“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ტელეგრამარხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, მედიასაშუალებების ცნობით, აღნიშნული ინციდენტია ასახული.

1tv.ge
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა