Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

,,ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მსუბუქი ავტომობილებისთვის მოქმედი გასასვლელების მუშაობა დროებით შეჩერდება

ნახვები: 466 ,,ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მსუბუქი ავტომობილებისთვის მოქმედი გასასვლელების მუშაობა დროებით შეჩერდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე დროებით შეჩერდება მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი, მოქმედი გასასვლელების მუშაობა.

ამასთან, უწყების ცნობით, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გარკვეული შეფერხებით გადაადგილება, დროებით განხორციელდება სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილი სათადარიგო გასასვლელებით.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 5 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო (მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ახალი გასასვლელების მოწყობის მიზნით) სამუშაოების გამო, დროებით შეჩერებული იქნება სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი, მოქმედი გასასვლელების მუშაობა. ამასთან, გაცნობებთ, რომ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გარკვეული შეფერხებით გადაადგილება, დროებით განხორციელდება სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილი სათადარიგო გასასვლელებით.

მგზავრთა მიმართ საზღვრის კვეთის პროცედურები 24 საათიან რეჟიმში, უცვლელად/შეუფერხებლად განხორციელდება.

ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრების/მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა