კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ერთ დღეში მოწინააღმდეგის 60-მდე შეტევა მოიგერიეს

ნახვები: 496 უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ერთ დღეში მოწინააღმდეგის 60-მდე შეტევა მოიგერიეს

უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, სამი მიმართულებით რუსული ძალების 60-მდე შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე.

„რუსეთის ფედერაციამ, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული, Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასიური დარტყმა განახორციელა. დამცველებმა 24-დან 18 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, მტერმა 10 სარაკეტო დარტყმა განახორციელა ქალაქ კრამატორსკსა და ზაპოროჟიეში, ჩვენი ჯარების პოზიციებზე და მშვიდობიან დასახლებებს 75 საჰაერო დარტყმა მიაყენა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65-ჯერ გაუხსნა. არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეული და დაზიანებულია კერძო სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. ამასთან, ბახმუტის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ბოგდანოვკასა და მარკოვოს დასახლებების მიმართულებით.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ლიმანის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ბელოგოროვკას და სპირნის სამხრეთ-დასავლეთ შემოგარენში.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს, ტაქტიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებით არაერთი შეტევა მოიგერიეს. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებს ერთ დღეში 6 დარტყმა მიაყენა. გარდა ამისა, უკრაინელებმა გაანადგურეს 4 უპილოტო საფრენი აპარატი „ლანცეტი“. გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 8 ტერიტორიასა და საბრძოლო მასალის ორ საცავს დაარტყეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა