კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - „რასაც ვუყურებ, მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს „ქოლ ცენტრი“ - როგორც ჩანს „ნაცი“, „ქოცი“, დიდი, პატარა, ყველა ერთად შეიკრა, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ

ნახვები: 495 ალეკო ელისაშვილი - „რასაც ვუყურებ, მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს „ქოლ ცენტრი“ - როგორც ჩანს „ნაცი“, „ქოცი“, დიდი, პატარა, ყველა ერთად შეიკრა, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ

მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს "ქოლ ცენტრი", თორემ ყველა პენსიონერებს ატყავებდა - არ მჯერა, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, „ქოლ - ცენტრები" ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა და "ქართულმა ოცნებამ" არაფერი იცოდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბევრი კითხვაა და საგამოძიებო კომისიის შექმნას სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს, რომ პასუხები მიეღო.

„რასაც ვუყურებ, მგონი მე და მამაჩემს არ გვაქვს "ქოლ ცენტრი", თორემ დანარჩენი ყველა პენსიონერებს ატყავებდა. მე პირადად იმიტომ მინდოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ გაგვეგო, მართლა რა ხდება. როგორც ჩანს „ნაცი“, „ქოცი“, დიდი, პატარა, ყველა ერთად შეიკრა, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ. ჩემთვის თანაბრად საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია პენსიონერების ძარცვით, არ აქვს მნიშვნელობა კეზერაშვილი იქნება თუ სხვა, ჩემი ნათესავი რომ იყოს სისხლით, იმასაც შევიძულებდი მთელი ცხოვრება. ბევრი კითხვაა, მე არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, ყველა ქალაქში „ქოლ ცენტრები" ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა არაფერი იცის, „ქართულმა ოცნებამ" არაფერი იცოდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა