კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მსახიობი ზურაბ ქავთარაძე კოვიდით გარდაიცვალა

ნახვები: 492 მსახიობი ზურაბ ქავთარაძე კოვიდით გარდაიცვალა

68 წლის ასაკში, რამდენიმე თვიანი ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი, რეჟისორი, ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ქავთარაძე გარდაიცვალა.

ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში „კოვიდ-19"-ზე კლინიკაში მკურნალობდა.

ზურაბ ქავთარაძე 1996 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო.

დაიბადა 1953 წლის 2 იანვარს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2002 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო სარეჟისორო ფაკულტეტი, მხატვრული კინოს სპეციალობით.

ქავთარაძეს 2005 წელს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელი აქვს მიღებული ბათუმის დრამატულ თეატრში შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

გადაღებულია ფილმებში:

„მონანიება"; "წიგნი ფიცისა"; ,,ოჰ, ეს საზიზღარი ტელევიზორი"; „ჭერი"; „მოვკლათ მეფე"; „ნეილონის ნაძვის ხე"; „ვირთხა"; „უძინართა მზე"; „იავნანამ რა ჰქმნა"; „ლეონარდო"; „იღბლიანი"; ,,იყო და არა იყო რა"; „ჩიხი"; „ცხელი ძაღლი"; „დუბ D"; „ახლობელი მტერი"; „თორმეტი მსაჯული"; „ბოლო სადგური"; „სოლომონი"; „კაცი"; „ნამე".

გადაღებული აქვს ფილმები: „ჰომოსაპიენსები"; "ტრიუმფი", "დუბლ D", "ტაო-კლარჯეთი", "კიშინოვური პორტრეტები", "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო", "კულისებიდან კულისებში", "ბათუმი-ტრაპიზონი-ბათუმი", "იყო და არა იყო რა"; ,,კომენტარის გარეშე"; „ბათუმური ქრონიკები"; „ჯვარო მიდიხარ, ჯვარო დაბრუნდები"; „მემთივრეები"; „ზექერია"; „დაკარგული საქართველო"; „ყურმოკრული ამბავი"

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა