მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ბახმუტთან საარტილერიო იერიშის დროს „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი დაიღუპა

ნახვები: 470 ბახმუტთან საარტილერიო იერიშის დროს „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი დაიღუპა

ბახმუტთან საარტილერიო იერიშის დროს სააგენტო „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი არმან სოლდენი დაიღუპა. ამის შესახებ იუწყებიან სოლდენის კოლეგები, რომლებიც მისი დაღუპვის თვითმხილველები გახდნენ.

გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი ქალაქ ჩასოვი იართან იმყოფებოდა, როდესაც საარტილერიო იერიში დაიწყო.

საარტილერიო ჭურვი ჟურნალისტის სიახლოვეს აფეთქდა, რის შედეგად ის დაიღუპა. გადამღები ჯგუფის სხვა წევრები არ დაშავებულან.

როგორც „ფრანს პრესის“ ხელმძღვანელმა, ფაბრის ფრისმა განაცხადა, მომხდარის გამო, მთელი სააგენტო შოკირებულია. მისივე თქმით, არმან სოლდენის დაღუპვა კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას იმ საფრთხეებს, რომელსაც ყოველდღე აწყდებიან უკრაინაში მყოფი ჟურნალისტები.

არასამთავრობო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ სულ მცირე 11 ჟურნალისტი დაიღუპა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა