ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბაჩო დოლიძე - ნამდვილად არ მივეხმარებით იმ პროცესს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაზიანებასა და დასუსტებას გულისხმობს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტიამ ნაკლები ზიანი მიიღოს

ნახვები: 542 ბაჩო დოლიძე - ნამდვილად არ მივეხმარებით იმ პროცესს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაზიანებასა და დასუსტებას გულისხმობს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტიამ ნაკლები ზიანი მიიღოს

მაშინ, როდესაც უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგის სასამართლო პროცესი იქნება და მაშინ, როდესაც ყველაფერია გასაკეთებელი, რომ მზად ვიყოთ ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან, რიგი სამუშაოებია გასაწევი და ამ დროს ვნიშნავთ რაღაც არჩევნებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, მიზანმიმართულად ხდება მნიშვნელოვანი თემიდან ყურადღების გადატანა.

„ჩვენ შევთავაზეთ, ვნახოთ, რა ხდება და მერე ჩაატარეთ-თქო,ამაზეც არ მოდიან, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია სასამართლო საკითხის გადაფარვა და თანამდებობების განაწილება. დღეს, სხვათა შორის, 100 დღე შესრულდა, რაც თავმჯდომარეა, ამ 100 დღის განმავლობაში ყოველდღე ვიღაცას სადღაც ნიშნავენ. შესაბამისად, ნამდვილად არ მივეხმარებით იმ პროცესს, რომელიც გულისხმობს პარტიის დაზიანებასა და დასუსტებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პარტიამ ნაკლები ზიანი მიიღოს“, – განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძე გამოეხმაურა პარტიის რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ პოსტების დატოვების საკითხს.

„პარტია საერთოდ კარს უხურავს იმ ადამიანებს, რომელზეც იდგა და დგას პარტია, რადგან ახალი მენეჯმენტის რაოდენობა რომ ავიღოთ, ვერასდროს გადააჭარბებს ჩვენი ამომრჩევლის და ჩვენი რიგითი წევრების რაოდენობას, გაცილებით დიდი ჯარია. რასაც დღეს აკეთებენ მიზანმიმართულად, ყველასთვის კარის დაკეტვა და რიტორიკაა, რომ თუ რაღაც არ მოგწონს, წადი, თითოეული ადამიანის წასვლა არის პრობლემა ამ პარტიისთვის, ამას ვერ ხვდებოდე, ვერ აცნობიერებდე, ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა“, – განაცხადა დოლიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა