ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბაჩალიაშვილის საქმის პირველ გამომძიებელს "გააჩუმებენ, ან დააკავებენ" - რამიშვილი

ნახვები: 546 ბაჩალიაშვილის საქმის პირველ გამომძიებელს "გააჩუმებენ, ან დააკავებენ" - რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების  საქმის  ახალ საეჭვო გარემოებებზე "შაბათის ფორმულაში" საქმის პირველმა გამომძიებელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.   

სერგო შუბითიძემ  ის მაღალჩინოსნები დაასახელა, ვინც იცოდა რომ ცხედრის პოვნის დღეს, მას ახალგაზრდა ქალის მობილური ტელეფონი ლუქთან ერთად მიუტანეს და თავიდან დალუქვა მოსთხოვეს.  

ამ საქმეზე გამოკითხვაზე პროკურატურაში დღეს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დაიბარეს.

ის  ვარაუდობს, რომ პროკურატურა ახალი გამოძიების ფარგლებში, სერგო შუბითიძეს დააკავებს.

"პროკურორმა მითხრა, ეს არის გამომძიებელმა რომ საჯაროდ გააკეთა განცხადება, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე ვარ დაბარებული. რა კითხვები ექნებათ, წინასწარ ვერ გეტყვით. მე საერთოდ არ ვიცი მივცემ თუ არა ჩვენებას ამათ ამ ეტაპზე იმიტომ, რომ გაუგებარია  ჩემთვის რა აინტერესებთ, მითუმეტეს რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ თავიდანვე იყო მტკიცებულებების განადგურება, რომ საქმეზე არ დამდგარიყო სამართალი. ვნახოთ, ამ ე.წ. ფალსიფიკაციას, გამომძიებლის წინააღმდეგ როგორ გამოიყენებენ. აუცილებლად გააჩუმებენ, ან დააკავებენ მას" ამბობს რამიშვილი 

შეგახსენებთ, ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ გამომძიებელ სერგო შუბითიძის განცხადებების შემდეგ დაიწყო.

მან ტელეკომპანია "ფორმულას" ვრცელი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ გამოძიების დროს  ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი  გამომძიებელი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა. 

შუბითიძის თქმითვე, მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ 23 წლის პროგრამისტმა თავი მოიკლა.

 

mtavari.tv

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა