კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია, პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო

ნახვები: 592 მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია, პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო

რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის იყო და არის მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად შექმნას ბარიერები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ესეც არის მისი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვო პასუხი პუტინის გადაწყვეტილებებზე.

„ამ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლების დამოკიდებულება კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ აცნობიერებენ საქართველოს მდგომარეობას და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვო პასუხი პუტინის გადაწყვეტილებებზე. ჩვენი პრობლემაა ის, რომ არ შეგვიძლია ერთად დავდგეთ იმ დროს, როცა ეს საქართველოს სჭირდება. ოპოზიციის მიზნები ზუსტად ის არის, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანოს, ან საერთოდ ვერ აცნობიერებენ საქართველოს ინტერესი რა შეიძლება იყოს. ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რთული გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რასაც რუსეთის ხელისუფლება იღებს საქართველოსთან მიმართებაში, ცოტა სხვა კუთხით უნდა დავინახოთ, მეტი სიფრთხილით და მეტი პასუხისმგებლობით უნდა ვაკეთოთ განცხადებები. განსაკუთრებით, როცა ეს ოპოზიციის განცხადებებს ეხება. წარმოუდგენელია, პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო. რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის იყო და არის მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად შექმნას ბარიერები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ესეც არის მისი ნაწილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვეთხოვება უფრო მეტი გონიერება, როცა შევაფასებთ მსგავს ქმედებებს რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა