Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ნინო წილოსანი - რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოგვიწოდებს, ჩვენი მხრიდან ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა

ნახვები: 491 ნინო წილოსანი - რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოგვიწოდებს, ჩვენი მხრიდან ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა

რუსეთმა აღადგინა პირდაპირი ფრენები, რაც მისი მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო, რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი თავად მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ომის შემდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, რუსეთის მხრიდან მის მიერ დაწესებული სანქციების და შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

„უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, რა მოხდა – რუსეთმა აღადგინა პირდაპირი ფრენები, რაც მისი მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო, ეს არ იყო საქართველოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს და რაც შეიძლება, ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის შეშფოთების საგანი იყოს, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი თავად მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ომის შემდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ ჩვენი მხრიდან სანქციების პროაქტიულად დაწესებას არ გავაკეთებთ და ვერ გავაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, თავად ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე. ნამდვილად გამიჭირდება კომენტარი რუსეთის მხრიდან მის მიერ დაწესებული სანქციების და შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით.  ერთადერთი, რაც ძალიან თვალსაჩინო იქნება, ჩვენს მოქალაქეებს და ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, წილოსანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ ფიქრობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს პროვოკაცია, მაშინ ამ პროვოკაციაზე წამოგება არასწორია.

„პრეზიდენტის ბრიფინგიდან ერთი, რაზეც პოზიტიურად შემიძლია ვთქვა, არის მისი განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან პროვოკაცია. ამიტომ თუ ფიქრობს, რომ პროვოკაციაა, ამ პროვოკაციაზე წამოყოლა, ასე ვთქვათ, ავარდნა და ჩვენი მხრიდან იმ პრინციპის დარღვევა, რომ ვერ ვუწესებთ სანქციებს, ამით პასუხის გაცემა არანაირ ჭკუასთან არ შეიძლება იყოს ახლოს. აქედან გამომდინარე, თუ ამ ჭრილში შევხედავთ ამ საკითხს და პროვოკაციად შევაფასებთ, ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ჩვენი მხრიდან ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა