Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

თეა წულუკიანი - ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს, რომ მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა, ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც მოეწონებათ, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ

ნახვები: 388 თეა წულუკიანი - ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს, რომ მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა, ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც მოეწონებათ, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ

ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ყველამ კარგად უნდა შეხედოს ამ ბილბორდებს და გაიხსენოს, რა არ უნდა დააბრუნოს არასდროს. თეა წულუკიანს განმარტებით, წარსული არავინ არ უნდა დაივიწყოს.

„ამ ბილბორდებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, ეს წამალივითაა, რომ ყველამ კარგად შევხედოთ ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, რადგან წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ, წარსული არასდროს არავინ არ უნდა დაივიწყოს. არც ცუდი და არც კარგი, ვფქირობ, ამ ბილბორდებს აქვს თავისი ძალიან დიდი დანიშნულება - ვისაც არ მოგვწონს, შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთო. ვისაც მოსწონს, ის შეხედავს და გაუხარდება. მაგალითად, ჩამოვა თქვენი კოლეგა ემა გოგოხია და გაუხარდება თბილისში ეს ბანერები, რით არის ცუდი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა