კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს

ნახვები: 498 სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც დასავლური საზოგადოება რუსეთის რეჟიმისგან დისტანცირდა, იმის დრო არ არის, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გაზარდოს.

„მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევშფოთდებით იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც მოქმედებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი. მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსული რეჟიმისგან და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის იმის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან. ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენები აღდგინოს ან სავიზო რეჟიმი გააუქმოს“, – აღნიშნა ვედანტ პატელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა