Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მოპასუხე კომპანიების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ნახვები: 473 კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მოპასუხე კომპანიების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მოპასუხე კომპანიების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართულებით დაწყებულ საქმის შესწავლას კიდევ ერთი კომპანია დაემატა. კერძოდ, ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, დამატებით გამოვლენილი და სააგენტოს მიერ შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს „ეს კა იმპექსის“ მოპასუხე მხარედ ჩართვა განხორციელდა.

შესაბამისად, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სააგენტო ბაზრის მოკვლევას ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ – სს „გეფას“, პს „ავერსიფარმა“, შპს „პსპ ფარმას“, შპს „მერმისს“ და შპს შპს „ეს კა იმპექსი“ აწარმოებს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 24 მარტს ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა