კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გავყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ინიცირებული დოკუმენტი გადაისინჯება

ნახვები: 399 ირაკლი კობახიძე - სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გავყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ინიცირებული დოკუმენტი გადაისინჯება

სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი სათანადოდ იქნება შესრულებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი პირნათლად ასრულებს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს. რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო რეფორმის ნაწილს, კობახიძის განცხადებით, გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და საბოლოო რედაქცია მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდება.

„ჩვენ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტს. წარმოდგენილია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ გულდასმით გავეცანით ამ რეკომენდაციებს და ზედმიწევნით გავყვებით იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არის წარმოდგენილი. შესაბამისად, გადაისინჯება ის დოკუმენტი, რომელიც ინიცირებულია და სწორედ ამ მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი იქნება სათანადოდ შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა