თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თელავში კულტურის მინისტრისა და თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნახვები: 520 თელავში კულტურის მინისტრისა და თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოველწლიური გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი გეგეჭკორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული თეატრის წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. კულტურის მინისტრმა თითოეული სამხატვრო ხელმძღვანელისგან მოისმინა, რა პრობლემებია მათ თეატრებში და სამინისტროს მხარდაჭერით მათი მოგვარების საშუალებებზე იმსჯელა. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხზეც, როგორიცაა ახალგაზრდა მსახიობების დაინტერესება რეგიონების თეატრებით. ასევე, განიხილეს თეატრებში მიმდინარე და დაგეგმილი საპროექტო, სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები, აღჭურვილობისა და საკადრო საკითხები, იმსჯელეს თეატრებისთვის სატრანსპორტო საშუალებების გადაცემაზე. შეხვედრაზე განიხილეს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებული სასწავლო პროგრამებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თეატრების განვითარებისთვის, რადგან სწორედ აქ ყალიბდებიან ის პროფესიონალები, რომელთაც თეატრებში უნდა განაგრძონ საქმიანობა. კულტურის მინისტრმა გასული წელი დადებითად შეაფასა და გამოხატა მზადყოფნა დარჩენილი პრობლემების ეტაპობრივად აღმოსაფხვრელად.

თეა წულუკიანი შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დაესწრო თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს „ჩუმად, რეპეტიციაა!“ (დადგმის ხელ-ლი პ. გულიაშვილი).

სპექტაკლში, რომელიც რევაზ ინანიშვილის ხსოვნას მიეძღვნა, გაერთიანებულია ნაწყვეტები სპექტაკლებიდან „ჩემი წყალ-ჭალის ხმები“ და „ალალე“. ამ წარმოდგენით მსახიობებმა გააცოცხლეს მაყურებლისთვის გამორჩეულად საყვარელი სპექტაკლების სცენები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი მწერლის შემოქმედება, რომელმაც აღიარება მოუპოვა თელავის თეატრს.

სპექტაკლის ინსცენირება ეკუთვნის თემურ ხუნაშვილს, დადგმის ხელმძღვანელია პაატა გულიაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ თელავის თეატრის მსახიობები: ეთერ ბაბილაშვილი, ნინი დვალიშვილი, მარიამ მაისურაძე, დავით ნაცვლიშვილი, ბექა პაპუნაშვილი, ლაშა წიფლაშვილი, ნონა ხუმარაშვილი, დათა ხუნაშვილი, ლექსო ცინკვერაშვილი-რაზმაძე და აჩიკო ფირანიშვილი.

კულტურის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს ქართული თეატრის განვითარებას. ასეთი სამუშაო შეხვედრა 2022 წელსაც გაიმართა, რომელზეც განიხილეს თეატრების შემოსავლის მათივე საჭიროებების მიხედვით განაწილების საკითხი და შემოსავლის ახალი წყაროების მოძებნის გზები, რათა თეატრი არ იყოს მხოლოდ სახელმწიფოზე დამოკიდებული და შემოქმედებითად განვითარება შეძლოს. აგრეთვე, მსჯელობა გაიმართა უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების რეფორმაზე, რათა სასწავლებლებმა მოამზადონ ისეთი და იმ რაოდენობის კადრები, როგორიც ქართულ კინოსა და თეატრს სჭირდება.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა