თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანა წითლიძე - ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას დღეს მხარი დაუჭირეს

ნახვები: 549 ანა წითლიძე - ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას დღეს მხარი დაუჭირეს

ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას დღეს მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გააკეთონ განმარტებები, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„არგუმენტები, რაც მათგან მოვისმინე, ნამდვილად არ არის საკმარისი და მისაღები. ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთის კომენტარი მოვისმინე, რომელმაც ეს ყველაფერი რაღაც გაუგებრობას მიაწერა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, რომ დღეს ოპოზიციის მონაწილეობით მოხდა უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, მაშინ, როდესაც ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ეს პროცესი ჩაეგდო და კლანის წევრები არ გამხდარიყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. მოვისმინე არგუმენტები, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელი და არასერიოზულია. არგუმენტები, რომ ვიღაცამ შეცდომით მიაჭირა ხელი, ვიღაცამ ეს არ იცოდა, ვიღაცამ რამდენიმე კანდიდატს მისცა, ვიღაცამ ეს არ იცოდა, ძალიან არასწორია.

საუბარია საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და პიროვნულად ჩემთვის მარტივი არ არის ამ კომენტარის გაკეთება, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს ფრაქციას. ჩემი წარმოდგენა არის, რომ ფრაქციამ უნდა იმსჯელოს, როგორ გაგრძელდება შემდეგ თანამშრომლობა. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე პირადად ვერ ვხედავ მათ ადგილს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩემი პოზიცია, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფრაქციამ ამაზე უნდა იმსჯელოს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. მე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, საზოგადოებამ მათგან უნდა მოისმინოს ეს არგუმენტები, თავად განსაჯონ, რამდენად მისაღებია და რამდენად არა. ისეთ სერიოზულ საკითხზე, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას და სადაც, ფაქტობრივად, ხელისუფლებას ავარჩევინეთ კლანის წევრები. ეს არგუმენტები ჩემთვის არ იყო სერიოზული, დანარჩენზე ისაუბრებენ თვითონ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი, კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საერთო ჯამში 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. კენჭისყრა ფარული იყო, აქედან გამომდინარე, უცნობია, რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი არჩეულ კანდიდატებს.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, მეორე ტურში უყრიან კენჭს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა