ევრო 2024 | შოტლანდია - შვეიცარია 1:1
ევრო 2024 | გერმანიამ უნგრეთი 2:0 დაამარცხა
საქართველოში სომხეთის საელჩო სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს
ევრო 2024 | ხორვატიის ნაკრებმა ალბანეთთან ფრედ 2:2 ითამაშა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები ექვს დღეში დასრულდება
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8071 ლარი გახდა
ელჩი - საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი
გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება

ტატო ლასხიშვილი

05.18.2023 | 10:27 ნახვები: 1286

სახელი, გვარი - ტატო ლასხიშვილი

დაბადების წელი - 1960

მედიასაშუალება - მედია-კომპანია „ოკ პროდაქშენი“.

პოზიცია - ხელმძღვანელი.

მედიასაშუელები, სადაც გიმუშავნიათ - „პირველი არხი“, გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“, რადიო „სპუტნიკი“.

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? - შეგრძნება, რომ საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი.

თქვენი პირველი მასალა? - ინტერვიუ ოლიმპიურ ჩემპიონ რომან რურუასთან.

არის დღეს მედია მეოთხე ხელისუფლება? - ხუმრობთ?..

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - ადამიანები ოპტიმიზმით უნდა დავმუხტოთ.

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - პროფესიონალს.

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - ვერ ვიხსენებ.      

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - როცა ოფისი გაგვიყიდეს და ქუჩაში აღმოვჩნდით...

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - ყველანაირი პოზიტივი მახარებს.

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - კომპრომისი არ უნდა იწირავდეს შენს ღირსებას, ეწინააღმდეგებოდეს შენს მრწამსს, ზნეობას...

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – რა თქმა უნდა მართალი. პირველი შეიძლება ნაძირალაც იყოს...

ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - მედიაში საქმიანობის ორმოცწლიან პერიოდში, თუ მეხსიერებას ვენდობი, ასეთი ორმოცდაათი რესპონდენტი მაინც იქნება.

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - პრეზიდენტი გამსახურდია და მისი ხელისუფლება.

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპონდენტი?ჰქმის ორივე, აკეთებს ჟურნალისტი.

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - მაგაზე არ მიფიქრია.

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – თავს არ მივაკუთნებ გავლენიან ადამიანებს.

რაზე გწყდებათ გული? - ცოტა გავაკეთე. მეტი შემეძლო. მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ ღმერთის.

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – სიძულვილის შემცველს.

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – ვფიქრობ, ყველაფერი წინაა!

რისი გეშინიათ? – ალბათ, გახსოვთ: „მძიმე არასდროს არ არის წერტილი

                             წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე.


ვახუშტი კოტეტიშვილისა არ იყოს, მეც წერტილის დასმა მაშინებს...

„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – აშენდა!

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი.

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - მედიას ქვს თავისუფლება თქვას, რაც სურს, მაგრამ სახელმწიფო მოხელეებს აქვთ სრული თავისუფლება არ ესმოდეთ ჩვენი...

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - რომ ჩამოვთვალო, ფეხბურთის გუნდი გამოვა, საჩემპიონო გუნდი!

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – ლანძღვა-გინება.

რა აკლია ქართულ მედიას? – უუუჰ, მაგას რა ჩამოთვლის.

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – ვუყურებ ცალკეულ გადაცემებს.

რადიო, რომელსაც უსმენთ - არც ერთს.

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - სულ რამდენიმე გაზეთი შემორჩა და, თუ ჩამივარდება ხელში, ვათვალიერებ.

რჩეული ონალინ გამოცემა - უფრო ავტორებს ვანიჭებ უპირატესობას.

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - დღეს არსებული სისტემით ქართული მადია ვერ იქნება მომგებიანი...

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – ზედოზით.

რა გაღიზიანებთ? - ბრჭყვიალა არარაობები.

რა გახარებთ? – მახარებს ის, რომ „ ...ვერ გამხადეს ბოროტი, ...ვერ გამხადეს ფლიდი...“

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? -  ნორმალური.

რას არ პატიობთ კოლეგას? – მე მიმტევებელი კაცი ვარ. ყოველი ადამიანი თვითონ ისჯის თავს.

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - გვეშველება რამე?..

რას ნანობთ? - ხშირად ვზარმაცობდი, ზოგჯერ ზედმეტადაც...

რითი ხართ კმაყოფილი? - კმაყოფილი ვარ იმით, რომ შევინარჩუნე დამოუკიდებლობა. არ მიღალატია. შურს არ შეუპყრივარ. სიკეთე მახსოვდა და მახსოვს. ვცხოვრობდი ჩემი საქმით...

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – სიმართლის გარეშე სამართლიანობა არ არსებობს.

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - ვფიქრობ, ბოლომდე ვერა.

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - აქვს კი ხალხს ნდობის საფუძველი?

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - არა.

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - არსებობს ასეთი ხუმრობანარევი გამოთქმა: „ჟურნალისტის მთავარი ამოცანაა, - მტერი აქციოს ფულად.“ აქედან გამომდინარე, მედია - ჟურნალისტიკაცაა და ბიზნესიც. მიზნის მისაღწევად კი ხშირად სკანდალებსაც იყენებენ...

რა არის მედიასტანდარტი? - რეალურად, ცარიელი სიტყვა ქვეყნის გასაგონად.

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - სადაა სტანდარტი?

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - არ შემიძლია, რადგან ასეთი, სამწუხაროდ, არაერთია.

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - ვერ დაგეთანხმებით, რომ გაურბიან.

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - იმდენი უმაღლესი კლასის ჟურნალისტი შემახვედრა განგებამ ცხოვრების გზაზე, რომ კილომეტრზეც ავალთ!

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - ობლად რომ არ ვიგრძნოთ თავი.

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალისტიკა? - აკადემიური ჟურნალისტიკა, რომელსაც კარგა ხანს არ ექნება რეიტინგი.

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - თავი არ უნდა დაიმცირო.

რა კითხვა არ უნდა დასვას ჟურნალისტმა? - შეურაცხმყოფელი.

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - ვფიქრობ, არა.

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - როგორც ეტყობა, ტელეკომპანიებს ერთი „გენერალური მრჩეველი“ ჰყავს.

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - ინფორმირებულობა.

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - ჟურნალისტიკა სუბიექტურია.

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - სხვებს თუ აქვთ, ჟურნალისტებმა რა დააშავეს...

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - აუცილებლად უნდა არსებობდეს!

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა