ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კახა კალაძე - გამიხარდებოდა, სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი ან გამარტივდეს ეს პროცესი

ნახვები: 498 კახა კალაძე - გამიხარდებოდა, სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი ან გამარტივდეს ეს პროცესი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მისასალმებელი იქნება, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ ქართველებს მისცეს შესაძლებლობა, ამერიკაში ვიზების გარეშე, ან გამარტივებული პროცესის გავლით ჩავიდნენ.

როგორც კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სტატისტიკის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოში გაცემული ვიზების რაოდენობა მცირეა.

„მივესალმები, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება უვიზოდ იყოს შესაძლებელი. შეიძლება, ეს დღეს რთულად გასაკეთებელი იყოს, მაგრამ გაცემული ვიზების რაოდენობის სტატისტიკა რომ ვნახოთ, საქართველო ამ მხრივ მეზობელ ქვეყნებს ძალიან ჩამორჩება. გამიხარდებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი ან კიდევ უფრო გამარტივდეს ეს პროცესი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა