ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ირაკლი ღარიბაშვილი მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს

ნახვები: 520 ირაკლი ღარიბაშვილი მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მათ განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეუქმნას.

„ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას.

დღეიდან თქვენ წინაშე სრულიად ახალი ეტაპი იწყება, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მთავარია, განვითარების ახალი პერსპექტივებით. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ გზაზე.

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას.

მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა თქვენ, ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ.

თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა