მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ლევან ბეჟაშვილი - საუბარი 2024 წლის არჩევნებზე სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით არარელევანტური მგონია

ნახვები: 548 ლევან ბეჟაშვილი - საუბარი 2024 წლის არჩევნებზე სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით არარელევანტური მგონია

პარტიაში სააკაშვილის ლიდერობას, პოზიციას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, 2024 წლის არჩევნების თემა ახლა რომ განვიხილოთ, ამის რეალობა ჯერ არ არის, პარტიას სხვა ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ამზადებს.

„არარელევანტური მგონია, მაგრამ თავისთავად ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობას და პოზიციას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, მგონი აქ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. იმავდროულად, ჩემი პირადი აზრია, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო ფართოდ უნდა ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში და ეს მოცემულობაც გასათვალისწინებელი უნდა იყოს პარტიულ საქმიანობაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად რეალურია ეს იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი ამბობდა და ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება არ სურს, ბეჟაშვილმა განაცხადა:

„ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ახლა კონსულტაციები არ მიმდინარეობს, მაგრამ 2024 წლის არჩევნების თემა ახლა რომ განვიხილოთ, ამის რეალობა ჯერ არ არის. ახლა პარტიას სხვა ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ენმ-ის ლიდერი, ეს არის უპირობო მოცემულობა. ის, რომ მიშა სააკაშვილი არის მთავარი ფაქტორი საერთოდ ქართული პოლიტიკის და საქართველოს ინტეგრაციის, მგონი ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება. ამ მოცემულობიდან რა მოვლენები განვითარდება, მომავალი გვაჩვენებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა