კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრემიერ-მინისტრი - თქვენ რომ 100 ევროდ თავისუფლად გადაადგილდებით ევროპაში, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

ნახვები: 508 პრემიერ-მინისტრი - თქვენ რომ 100 ევროდ თავისუფლად გადაადგილდებით ევროპაში, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან არასწორად აკავშირებთ, თუნდაც, ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას ეხება - ეს არასწორი ინტერპრეტაცია და არასწორი დაკავშირებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ რუსეთთან არც ვაჭრობის და არც ეკონომიკის შეწყვეტას არ გეგმავენ, რადგან ეს ქართველი „ხალხის ინტერესებს დააზიანებს.“

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საქართველოს მოქალაქეები 100 ევროდ ევროპაში, რომ გადაადგილდებიან, მისი თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ვფიქრობ, რომ არასწორად აკავშირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, თუნდაც, ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას და ა.შ.. ეხება. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა და არასწორი დაკავშირებაა, რატომ აგიხსნით. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ. იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია, არავის. თუ ვინმემ რამე შედეგი მოიტანა, ეს მეგობრებო „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის და „ამას წლები დასჭირდება.“

„საფრთხე არაფერს არ შეექმნება. მე გეტყვით, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ყველა ნაბიჯს სწორად ვდგამთ. ვუხსნით, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, მე პირადად საუბარი მქონდა და მე მათ ავუხსენი არგუმენტაცია და ჩვენი მოტივაციაც. მეგობრებო, ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ვართ. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის პოლიტიკას, ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა ვიყოთ. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერჯერობით არა ვართ და ამას წლები დასჭირდება. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო ათ წელიწადში და ბოლო 30 წელიწადში, ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ვერ იოცნებებდა თქვენი პარტიის ვერცერთი წარმომადგენელი. რატომ მე გეტყვით, ევროპული პერსპექტივით, რეალურად ჩვენმა პარტნიორებმა აღიარა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ამაზე აქცენტი უნდა გააკეთოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა