Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მიხეილ სააკაშვილი -„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს - მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად

ნახვები: 528 მიხეილ სააკაშვილი -„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს - მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად

"ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად რჩება.

„ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა. ეს არის ოლიგარქიული კლასიკა! ფაქტია, რომ არცერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს. ახლა მთავარია, მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება. დიდი საფრთხის წინაშეა ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე.

მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა!

მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა, უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად საქართველოს გამარჯვება”, - წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა