ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პოლონეთი წელს თბილისის წიგნის ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა

ნახვები: 542 პოლონეთი წელს თბილისის წიგნის ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა

 

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალის პოლონეთის ეროვნულ სტენდზე ცხრა გამომცემლობა, კულტურული დაწესებულება და კვლევითი ცენტრი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის მთავარ სცენაზე გამართულ საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებში მონაწილეობას 20-ზე მეტი მწერალი, მკვლევარი, მთარგმნელი და კულტურის სფეროს მენეჯერი მიიღებს, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ამჟამინდელ კულტურულ რუკაზე გაამახვილებენ ყურადღებას და ომის დროს კულტურის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

 

ფოკუს ქვეყნის ეროვნული სტენდი პოლონური ინსტიტუტისა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით მომზადდა და ფესტივალის დროს ის მრავალ გამოჩენილ ხელოვანებს, მოაზროვნეებსა და კულტურის სფეროს ლიდერებს უმასპინძკლებს, როგორც პოლონეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

 

ფესტივალის მიმდინარეობისას, პოლონურ სტენდზე გაიმართება შეხვედრები ავტორებთან, გამომცემლებთან, მთარგმნელებთან, ქართველოლოგებთან და კულტურულ ურთიერთობებზე მომუშავე ინსტიტუტებთან თუ მკვლევრებთან.

 

ავტორების და მათი წიგნების პრეზენტაციების გარდა, ფოკუს ქვეყნის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს იდენტობის პოლიტიკაზე, კულტურის დეკოლონიზაციასა და თვითგამორკვევის უფლებისთვის ბრძოლაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე. ღონისძიებები ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში მე-11 პავილიონში  გაიმართება.  ექსპო ჯორჯიაში ვიზიტორებს მისვლა 25-28 მაისს, 10:00-20:00 საათებში შეეძლებათ.

 

საჯარო დისკუსია სათაურით ‘კულტურა იბრძვის’ რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, პოლონელი და უკრაინელი ავტორები და კულტურის სფეროს მენეჯერები გაიმართება 27 მაისს 19 საათზე, მწერალთა სახლში (ქ.თბილისი ივანე მაჩაბლის #13.) ღონისძიების სპეციალური სტუმარი უკრაინის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ვოლოდიმირ შეიკო იქნება.

 

პოლონური პროგრამა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე თანდართულია. პროგრამის ელექტრონული ვერსია იხილეთ აქ https://bit.ly/3IphYrH 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა