გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ლატვიის თავდაცვის მინისტრი - ნაადრევია იმის დაჯერება, რომ რუსეთი უკრაინაში ომით დასუსტებულია და არ შეუძლია ახალი „სტრატეგიული სიურპრიზების“ მოწყობა

ნახვები: 512 ლატვიის თავდაცვის მინისტრი - ნაადრევია იმის დაჯერება, რომ რუსეთი უკრაინაში ომით დასუსტებულია და არ შეუძლია ახალი „სტრატეგიული სიურპრიზების“ მოწყობა

ნაადრევია იმის დაჯერება, რომ რუსეთი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დროს მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, დასუსტებულია და არ შეუძლია ახალი „სტრატეგიული სიურპრიზების“ მოწყობა, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ინარა მურნიეცემ პოლონეთის ქალაქ ლეგიონოვოში ჩრდილოეთ ევროპის 12 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

მურნიეცეს თქმით, შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ რუსეთის აგრესიული ქმედება საფრთხეს უქმნის მთელი ევროატლანტიკული რეგიონის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ, ლატვიის თავდაცვის მინისტრის თქმით, აუცილებელია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება.

„რეგიონში უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების მიუხედავად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ რუსეთი გააგრძელებს თავისი ჰიბრიდული და ბირთვული მუქარების ფართო არსენალის გამოყენებას იმისთვის, რომ შეაშინოს და დაასუსტოს დასავლეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა“, – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.

მურნიეცემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი უნდა იყოს ერთიანი და თანმიმდევრული უკრაინის მხარდაჭერაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა