კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯოზეფ ბორელი - რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების წვრთნა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის

ნახვები: 488 ჯოზეფ ბორელი - რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების წვრთნა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის

რამდენიმე ქვეყანამ უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების წვრთნა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ უკრაინელი პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო, მაგალითად, პოლონეთში. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი“, – აღნიშნა ბორელმა.

ბორელის თქმით, F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები აუცილებელია, რათა „უკრაინელებმა გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა“.

მანამდე, აშშ-ში განაცხადეს, რომ F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდებას „უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე თვე დასჭირდება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა