კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია? სად არის ლოგიკა?

ნახვები: 566 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია? სად არის ლოგიკა?

2008 წელს გვქონდა ომი, გახსოვთ ვინმე, ვინც სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინაში არსებული ომი ომია? სად არის ლოგიკა?, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთთან ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ აშშ და ევროპა.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. კარგად იცით, 2008 წელს გვქონდა ჩვენ ომი, თქვენ გახსოვთ ვინმე, ვინც ომის დროს დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? არავინ. მსოფლიოში არავინ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია ჰქონიათ. ამიტომ, ჩემი კითხვაა, სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინაში არსებული ომი ომია? მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს კვლავ რუსეთს, რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება.

ამიტომ, ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი – ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, დარბაზის ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა რუსეთს გადაუხადა 2,3 ტრილიონი დოლარი 2022 წლამდე, არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა. ამ სიტუაციაში, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. ჩვენ მივუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ერთ მილიარდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან. შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ ოთხ დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთლი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ. ეს სასაცილოა. ლოგიკა არ არსებობს. ეს დააზიანებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა