ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით, ყოველ წელს ბანერები თემატიკის მიხედვით იდგმება

ნახვები: 515 მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით, ყოველ წელს ბანერები თემატიკის მიხედვით იდგმება

პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით საქართველოს დღესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველ წელს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული.

„ძალიან უცნაური მორიგი კამპანია წამოიწყეს სოციალურ ქსელებში. არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით, საქართველოს დღესთან დაკავშირებით რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის. რაც შეეხება იმას, რომ დღეს თბილისი საქართველოს დროშის ფერებშია გაფორმებული და საქართველოს დღის საზეიმოდ ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს. რატომ სწყინთ, არ ვიცი. ყოველ წელიწადს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული. ასე მახსოვს მე, ასე ახსოვს ალბათ საზოგადოებას და ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ, თუკი საქართველოს დღეს საქართველოს ფერებში ვიზეიმებთ და ასე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა