კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკოლოზ სამხარაძე - მგონი, ევროკავშირი პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს, რატომ მიიღო ვიზების გაუქმებასა და ფრენებზე გადაწყვეტილება ახლა

ნახვები: 458 ნიკოლოზ სამხარაძე - მგონი, ევროკავშირი პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს, რატომ მიიღო ვიზების გაუქმებასა და ფრენებზე გადაწყვეტილება ახლა

ჩვენ ისედაც ვიცოდით ევროკავშირის ამ პოზიციის შესახებ, რაც შეეხება დღევანდელ დემარშს, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებისთვის, კერძოდ ვიცე-პრემიერისთვის, რომ აუხსნას დაწვრილებით ევროკავშირის ელჩებს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო ატარებს და რომელსაც აქამდე ატარებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, საქართველო არ ვუწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის ფედერაციას და ეს ყველამ იცის.

„ცოტა უცნაურად შეიძლება, ჟღერდეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება, რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, მგონი, პასუხს ასევე რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი, თუ რატომ მიიღო მან ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება ახლა და რატომ მიიღო ასევე ფრენებზე გადაწყვეტილება ახლა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე პირადად მაინტერესებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და კანონმდებელს, არის ის, თუ რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული და ალბათ ამ კითხვასაც დასვამს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი და საინტერესო იქნება პასუხი. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან გაცხადებულ პოლიტიკას, რომლის შესახებაც ძალიან დიდი ხანია, ჩვენმა პარტნიორებმა იციან. ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა ამავდროულად, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სანქციების გვერდის ავლა რუსეთის მხრიდან არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით. ეს არის უპირველესად ჩვენი ეკონომიკური ინტერესების გატარების პოლიტიკა და ჩვენი უსაფრთხოების გატარების პოლიტიკა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა