კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი: სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, ქვეყნისთვის თავი გავწირე

ნახვები: 587 მიხეილ სააკაშვილი: სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, ქვეყნისთვის თავი გავწირე

​მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ პოსტში.

„იმ ხალხის გასაგონად, ვისაც ჩემთვის სიტყვა „თავისუფლება“ არ ემეტება და მხოლოდ „ადეკვატური მკურნალობით“ იფარგლება.

მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ „გასამართლებული“ და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას.

ბოლოს და ბოლოს, ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას.

მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას! ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე“, – აღნიშნულია სააკაშვილის ფეისბუქპოსტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა