კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას F-16-ისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხები განიხილეს

ნახვები: 488 ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას F-16-ისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხები განიხილეს

აშშ-ისა და თურქეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას F-16-ისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხები განიხილეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრ სახლთან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმეორა ანკარის სურვილი, შეიძინოს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.

ამასთან, ბაიდენის განცხადებით, მან თურქ კოლეგას განუცხადა, რომ ვაშინგტონს სურს, ანკარამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.

„მივულოცე ერდოღანს. მას ისევ სურს მუშაობა F-16-ების საკითხზე. ვუთხარი, რომ ჩვენ გვინდა შეთანხმება შვედეთთან, ასე რომ, მოდით, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ბაიდენი ერდოღანისგან რამე ნაბიჯს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თურქეთის ლიდერთან მომავალ კვირას აპირებს მეტ საუბარს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა