პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ირაკლი კობახიძე - მხარს ვუჭერთ „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლას, მათ შორის, პარლამენტს შიგნით

ნახვები: 570 ირაკლი კობახიძე - მხარს ვუჭერთ „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლას, მათ შორის, პარლამენტს შიგნით

ოპოზიციონერები ერთმანეთს აბრალებენ ღალატს, თავიდან რადიკალურმა ოპოზიციამ ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატს დააბრალა ღალატი, ამას შემდეგ დაემატა იგივე ბრალდება ორი დეპუტატის, დეკანოიძის და გოცირიძის მიმართ, რაც შეეხება კონკრეტული ინიციატივის მხარდაჭერას, ზოგადად, ეს კანონპროექტი წაახალისებს ნაცმოძრაობის შემდგომ დაშლას, მათ შორის, პარლამენტს შიგნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დაინიიცირებულ კანონპროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას, ვინაიდან ამ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესები სწორი მიმართულებით წარიმართება.

„რაც მეტად დაიშლება საპარლამენტო ფრაქცია „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესია იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები, აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, პერსონალური მხრადაჭერის საკითხი, ჩვენ მხარს ვუჭერთ „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლას, მათ შორის, პარლამენტს შიგნით, შესაბამისად, ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ლევან ბეჟაშვილის არჩევას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ თანამდებობა სახელმწიფო ინტერესების დაზიანებისთვის, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟისთვის სურს.

„რაც შეეხება ბეჟაშვილის კანდიდატურას, ჩვენ გვქონდა გუშინ საპარლამენტო უმრავლესობაში ამაზე მსჯელობა. „ნაცმოძრაობისთვის“ თუნდაც ერთი დამატებითი სტატუსის მინიჭება საქართველოს პარლამენტში ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, მით უმეტეს, როცა ისინი ამბობენ, რომ ამ სტატუსის გამოყენება სურთ საგარეო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის. ანუ მათ სურთ ეს თანამდებობა გამოიყენონ დამატებით, მაგალითად, ევროინტეგრაციის საბოტაჟისთვის და სხვა კუთხით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ „ნაცმოძრაობას“ ამის საშუალებას არ მივცემთ, აქედან გამომდინარე, ბეჟაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა „ნაცის“ კანდიდატურას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა