ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თინა ბოკუჩავა - „ოცნება“ თუ მხარს უჭერს დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას, აუცილებლად გაიტანენ

ნახვები: 568 თინა ბოკუჩავა - „ოცნება“ თუ მხარს უჭერს დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას, აუცილებლად გაიტანენ

ნამდვილად ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ პირველად ჩემი 11-წლიანი საპარლამენტო საქმიანობის განმავლობაში „ოცნება“ მხარს უჭერს, მით უმეტეს დაჩქარებული წესით, ოპოზიციის ინიციატივის მიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღების შემთხვევაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

ბოკუჩავას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ არც ერთ კანონპროექტს არასდროს მსგავსი მხარდაჭერა.

„მხარდაჭერა არ ჰქონია, მათ შორის, მაგალითად, იმ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა, მაგალითად სანქცირებული პირების შემოშვების აკრძალვას, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება და აქტუალურია. აღნიშნულ საკითხზე ბიურომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი არ დაეჭირა, მაგრამ ამავდროულად რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ სიკეთეებს პარლამენტის სხვადასხვა წევრისთვის, რომლებიც ერთ დროს იყვნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, შემდეგ გავიდნენ და აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლად სურთ ჯგუფის შექმნა, ჩემთვის ძალიან გასაკვირია. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური შეფასებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იქნება პლენარულ სხდომაზე, თუ ის დღეს დადგა. თუ „ოცნება“ მხარს უჭერს ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის ინიციატივას, ამ ინიციატივას ისინი აუცილებლად გაიტანენ, რადგან ექნებათ საკმარისი ხმები და მგონი, წუხილი სხვაგან და სხვასთან უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა საკითხი, რომლის ირგვლივაც კონკრეტული პოლიტიკოსები და „ქართული ოცნება“ იზიარებენ პოზიციებს და მზად არიან, რომ დაჩქარებული წესით აღნიშნულ ინიციატივებს მიეცეთ კანონის სახე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენო უმრავლესობა მხარს დაუჭერს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა