თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კომუნიკაციების კომისიამ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ნახვები: 590 კომუნიკაციების კომისიამ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები შეაჯამა.

წლიურ ანგარიშში მიმოხილულია ქვეყანაში არსებული მედიაგარემო, მობილური და ფიქსირებული ბაზრები, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციები. ასევე, კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მედიააკადემიის საქმიანობა. ხაზგასმულია საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისიის დაკვირვების საფუძველზე, ქართული მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა ამავდროულად, მკვეთრად პოლარიზებული და მიკერძოებულია. მედიის მთავარ გამოწვევად კი კვლავ სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია და მანიპულაცია რჩება.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ComCom-მა მობილურ და ფიქსირებულ ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისთვის, 2022 წელს ტელეკომსექტორის სრულფასოვანი კვლევა ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო, კვლევის საბოლოო შედეგებზე დაყრდნობით კი, მომხმარებლისთვის საკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით, მარეგულირებელი ჩარჩო განისაზღვრება.

ანგარიშში ასევე შეფასებულია ბაზარზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეფასებაზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკვირვებოდა პროცესს და მობილური ქსელის საბითუმო სეგმენტზე სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედება ექვსი თვით გაახანგრძლივა, რათა დაშვების მსურველ მობილურ ოპერატორებსა და ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები ეფექტიანად წარმართულიყო.

2022 წლის ანგარიშში მიმოხილულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ComCom-ის მიერ განხორციელებული პროექტები, მათ შორის – ნომრის პორტირების წესის გამარტივება და განახლებული ეროვნული გეგმის დამტკიცება რადიოსიხშირეების ეფექტიანად განაწილების შესახებ.

ანგარიშში ასევე საუბარია საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა – Log-In-Georgia-ს შესახებ, რომლის მხარდასაჭერადაც, კომუნიკაციების კომისია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ახორციელებს. 2022 წელს, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში 350 ბენეფიციარი გადამზადდა.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში ასევე მიმოხილულია ComCom-ის საქმიანობა არალეგალური აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ქართული ინტერნეტსივრციდან ამოღების შესახებ, რომლის ფარგლებშიც, 2022 წელს კომისიამ 50-ზე მეტი ქართული და 200-ზე მეტი უცხოური არალეგალური საიტის მონიტორინგი ჩაატარა.

წლიურ ანგარიშში დეტალურადაა განხილული მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომლებიც მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ყალბ ინფორმაციასთან გამკლავებას, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურებიან. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია მედიააკადემიის საქმიანობა, სადაც მედიალაბის, მედიასკოლისა და მედიაკრიტიკის პროექტებია მიმოხილული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა