Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს

ნახვები: 599 ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა – ასეთია The Athletic-ის შეფასება. გამოცემის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ევროპის ტოპ 5 ლიგებში 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოარჩიეს.

„დავასახელეთ ის მოთამაშეები, რომლებმაც სეზონში ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრეს. მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი არ უნდა ყოფილიყო 23 წელზე უფროსი ასაკის“, – წერს გამოცემა.

სერია A – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)

პრემიერლიგა – ბუკაიო საკა („არსენალი“)

ლალიგა – ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)

ბუნდესლიგა – ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“)

ლიგა 1 – ელი ვაჰი („მონპელიე“)

„სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სეზონის საუკეთესო იყო. ამ მხრივ, შესაძლოა, მხოლოდ პაულო დიბალა შეადარო. ძნელია გაიხსენო ფეხბურთელი, რომელიც უცნობი ჩემპიონატიდან მოვიდა და იტალიურ ფეხბურთზე ასეთი დიდი გავლენა მოახდინა.

კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა განსაკუთრებით ჩემპიონატის პირველ ორ მესამედში. ამ სეზონამდე „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის პირადი რეკორდი სერია A-ში 14 გოლი იყო. ახლა კი 25 გაიტანა, რაც ნაწილობრივ იმის გამო მოხდა, რომ მის გვერდით ასეთი არაპროგნოზირებადი დრიბლიორია“, – წერს გამოცემა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა