კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - ვფიქრობ, საქართველო თამაშობს მიუკერძოებელ, ნეიტრალურ როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში

ნახვები: 526 ირაკლი ღარიბაშვილი - ვფიქრობ, საქართველო თამაშობს მიუკერძოებელ, ნეიტრალურ როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში

ვფიქრობ, რომ საქართველომ ითამაშა და თამაშობს ძალიან მიუკერძოებელ, ნეიტრალურ პოზიციასა და როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში, – ამის შესახე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს სამიტის დაწყებამდე კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის მოლაპარაკებებისა და რეგიონში უსაფრთხოების შესახებ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ორივე ქვეყანასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთანაც, საქართველოს ფაქტორმა ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი.

„ვფიქრობ, პირველი წარმატებული მედიაცია ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, 2021 წელს. ასე, რომ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან მოლაპარაკებებს, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მჯერა, ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე სრული რეგიონის ინტერესებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა