რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია - მიხეილ დარახველიძე

ნახვები: 456 მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია - მიხეილ დარახველიძე

მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა,

მისივე თქმით, შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციის საფუძველზე მიიღეს.

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ძებნილი, მის მიმართ დამდგარია განაჩენი და თუ იგი გადმოკვეთს სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა დარახველიძემ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა