ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

რომან გოცირიძე - ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულადაა შემცირებული

ნახვები: 668 რომან გოცირიძე - ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულადაა შემცირებული

ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულად არის შემცირებული, მარტივი მანიპულაციაა - სამუშაო ძალა თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ მთავრობის ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გოცირიძე აცხადებს, მთავრობას ტრადიციულად სურს, შეცდომაში შეიყვანოს მოქალაქეები და წარუმატებლობა წარმატებად წარმოაჩინოს.

"ფაქტია, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, გაიზარდა ფასები, 15 - პროცენტიანი ზრდა იყო 2021- ში, 10 - პროცენტიანი 2022- ში და წელსაც გრძელდება ინფლაცია. ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში არის არნახულად უმუშევრობა შემცირებული, ძალიან მარტივი მანიპულაციაა - უმუშევრობა განისაზღვრება სამუშაო ძალასთან მიმართებით, სამუშაო ძალა შემცირდა და თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში. თუ სამუშაო ძალა შემცირდება 100 ათასით მაშინ, იდეალური სურათი იქნება. თუ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი უცხოეთში წავა, ბუნებრივია, უმუშევრობა გამოვა ნული,"- განაცხადა გოცირიძემ.

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2022 წელს უმუშევრობის დონზე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1,283.7 ათასი შეადგინა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა სამუშაოს 12 645 მაძიებელი, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი 3 815.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა