კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოლქის დასახლებები დაიტბორა

ნახვები: 838 კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოლქის დასახლებები დაიტბორა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოლქის დასახლებები დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის ოლქში კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, წყალდიდობის კრიტიკულ ზონაში თითქმის 16 000 ადამიანი აღმოჩნდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, 80-მდე დასახლების დატბორვის საშიშროება არსებობს. უკრაინის ხელისუფლებამ ოსტროვის მიკრორაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

„კახოვკის ჰესის განადგურება არის ტერორისტული აქტი რუსეთის მხრიდან, რომელსაც მასზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. ჰიდროელექტროსადგურის განადგურება ჩვენი ქვეყნის სამხრეთისთვის ეკოლოგიური კატასტროფის რისკებს შეიცავს. მსოფლიომ უნდა უპასუხოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებით. რუსეთი დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ატომური ელექტროსადგურიდან, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი კატასტროფა“, – აღნიშნულია დენის შმიგალის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა